logo
ENG



სახლი, სადაც დაკარგული ფეხბურთელი ბოლოს იყო - შაქარაშვილის გაუჩინარების ახალი დეტალები

21 ივნ 202014:54
3 წუთის საკითხავი
 

„ფორმულამ“ იპოვა სახლი, სადაც დაკარგული ახალგაზრდა წვეულებაზე იმყოფებოდა. სწორედ ამ სახლიდან გასვლის შემდეგ გაუჩინარდა გიორგი შაქარაშვილი.

მეპატრონე აცხადებს, რომ მომხდარის შესახებ თავადაც პოლიციისგან გაიგო.

„როცა ქირაობენ, იბარებს მქირავებელი. სხვა არავინ იყო. როცა ჩავიბარე გასაღები, ჩამოვედი და დამხვდა. არაფერი არ იყო", - აცხადებს მეპატრონე.

სოფელ ნარეკვავის მცხოვრებლები ამბობენ, რომ მათ შელაპარაკების შესახებ არ სმენიათ - მათი თქმით, ახალგაზრდებმა სოფლიდან გასვლის შემდეგ იჩხუბეს.

შეგახსენებთ, რომ მესამე დღეა მაშველები დაკარგულ ახალგაზრდას უშედეგოდ ეძებენ. სამაშველო ოპერაციაში 70 მაშველი და მყვინთავების 7 ჯგუფი მონაწილეობს, თუმცა გიორგი შაქარაშვილის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება. საძიებო სამუშაოები მდინარე არაგვსა და მტკვარში მიმდინარეობს.

 


close დახურვა