თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია მოსახლეობას მოუწოდებს დაწესებული შეზღუდვები მაქსიმალურად დაიცვას.
ეზუგბაიას განმარტებით, ქვეყანაში ვირუსის გავრცელება სწორედ იმაზე არის დამოკიდებული, თუ როგორ მოიქცევიან მოქალაქეები.
"თვითშეზღუდვები დავიწესოთ და ამაზე არის დამოკიდებული დაავადების გავრცელება ჩვენს ქვეყანაში. "დარჩი სახლში" - ასეთი კატეგორიულები არ ვართ, მაგრამ თუ არ დარჩებით, მაქსიმალურად დაიცავით შეზღუდვები", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.