სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა საქართველოში მოახლოებულ არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად თქვა, რომ შეერთებული შტატები ყოველთვის ყურადღებით აკვირდება ამას.
ჟურნალისტმა მას ჰკითხა, "ხომ არ გაქვთ შეშფოთების მიზეზი, საქართველოში მოახლოებულ არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით", რაზეც მეთიუ მილერმა უპასუხა:
"ჩვენ გვინახავს რუსეთის არა მხოლოდ არაერთი მცდელობა, არამედ არჩევნებში პირდაპირი ჩარევა როგორც რეგიონში, ასევე მთელ მსოფლიოში და ყოველთვის ყურადღებით ვართ და ვაკვირდებით ამას. როგორც ჩვენგან არაერთხელ გსმენიათ, მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ხალხმა და მხოლოდ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს მათი ქვეყნის მომავალი", - თქვა მეთიუ მილერმა.