logo
ENG



სენაკში პროტესტის ნიშნად ავარიულ გზაზე ხალიჩა დააგეს

24 მაი 202016:12
3 წუთის საკითხავი
 
elrm6rywy0gg4qw.png

სენაკში, ელიავას ქუჩაზე, იუსტიციის სახლის მიმდებარედ, პროტესტის ნიშნად სამოქალო აქტივისტმა, აპოლონ გარუჩავამ ავარიულ გზაზე ხალიჩა დააგო.

გარუჩავას თქმით, რამდენიმე თვეა, რაც გაზმომარაგების კომპანიამ დაზიანებული მილის გამო გზა გადათხარა და მოუწესრიგებელი დატოვა, რაც მოქალაქეებს დისკომფორტს უქმნის.

გაზმომარაგების წარმომადგენელმა, დიმიტრი პაჭკორიამ კი განაცხადა, რომ ელიავას ქუჩაზე ერთ-ერთი მილიდან გაზი ჟონავდა, რის გამოც საჭირო გახდა ამ სამუშაოების შესრულება. ამასთან ერთად, მან განმარტა, რომ უახლოეს დღეებში გზა დაიგება ამ მონაკვეთზე.


close დახურვა