ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა 1.7 ტრილიონი დოლარის მოცულობის 2023 წლის მთავრობის ბიუჯეტი დაამტკიცა, საიდანაც 45 მილიარდი დოლარი უკრაინის და ვაშინგტონის მოკავშირეების დაფინანსებაზეა გამოყოფილი.
დოკუმენტს მხარი 68-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი - 29-მა.როგორც ცნობილია, კანონპროექტში რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრეჰემმა რუსი ოლიგარქების აქტივების ჩამორთმევისა და უკრაინის სასარგებლოდ გადაცემის შესახებ ცვლილება შეიტანა. მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცება კონგრესის მიერ მიმდინარე კვირაშია დაგეგმილი.
კანონპროექტის მიხედვით 19,8 მილიარდი დოლარს დაიხარჯება უკრაინელი სამხედროების და ნატოს მოკავშირეების შეიარაღებაზე, ასევე 12,9 მილიარდი დოლარი გამოიყოფილია უკრაინის ეკონომიკის სტაბილიზაციისა და ზარალის კომპენსაციისთვის.
კანონპროექტი ახლა უნდა დაამტკიცოს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ და ხელი მოაწეროს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რათა ის ძალაში შევიდეს.