სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს. პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუვიჩმა მხარდამჭერებს განუცხადა, რომ არჩევნებში მათი გაერთიანების მხარდამჭერთა რაოდნეობა 60 პროცენტს აჭარბებს.
წინასწარი მონაცემებით, ათი პროცენტით მეორე ადგილზეა „სოციალისტური პარტია", მესამე ადგილს კი ოთხ პროცენტიანი მხარდაჭრით „სერბეთის პატრიოტული ალიანსი" იკავებს. სერბეთში, 21 პოლიტიკური პარტიის წევრებს შორის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად 250 ადამიანი უნდა აირჩიონ. ოპოზიციური პარტიების ნაწილი არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. მათი თქმით, იმ პირობებში, როცა ყველა მედიასაშუალებას ხელისუფლება აკონტროლებს, ობიექტური არჩევნები ვერ ჩატარდება.