logo
ENG



სერგი კაპანაძე: საქართველო-უკრაინის ურთიერთობა ეჭვქვეშ არავინ არ უნდა დააყენოს

07 მაი 202010:20
3 წუთის საკითხავი
 

როდის დაიკავებს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელის პოსტს - ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ რეფორმების გაზიარების კუთხით ეს გადაწყვეტილება უკრაინისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

„ეს არის ნამდვილად მნიშვნლოვანი გადაწყვეტილება. სააკაშვილს ექნება ყველა ინსტრუმენტი და ყველა ბერკეტი იმისთვის, რომ უკრაინას მოახმაროს ის გამოცდილება და ის ხედვა, რომელიც გააჩნია“, - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე.

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის სერგი კაპანაძის განცხადებით, უკრაინის შიდა საქმეებში ქართველი პოლიტიკოსები არ უნდა ერეოდნენ, ისინი არა ურთიერთობის გაფუჭებაზე, არამედ პირიქით სტრატეგიული ურთიერთობის შენარჩუნებაზე უნდა ზრუნავდნენ.

„ამ თემზე მე მარ მგონია რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა კომენტარები უნდა აკეთონ იმიტომ, რომ უკრაინის შიდა საქმეა და მისი გადასაწყვეტია, რომელ ადამიანს რა თანამდებობაზე დანიშნავს, მათ შორის საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს. უკრაინას სჭირდება რეფორმებში გამოცდილების გაზიარება და თუ ის გამოიყენებს სააკაშვილის გამოცდილებას, ეს მისასალმებელი იქნება. ისეთი განცხადებები, რომელიც ხელისუფლებამ აკეთა ამ პერიოდის განმავლობაში აღარ უნდა განმეორდეს და არავინ არ დააყენოს საქართველო უკრაინის ურთიერთობა ეჭვქვეშ, რაც არ უნდა პოლიტიკური დანიშვნა ხდებოდეს იქ. ეს არ არის ჩვენი საქმე, უკრაინის საქმეა. ჩვენი ინტერესი არის ის, რომ ჩვენსა და უკრაინას შორის შენარჩუნდეს სტრატეგიული ურთიერთობები და მჭიდრო პარტნიორობა“, - აცხადებს სერგი კაპანაძე.

პარტია "ლელოს" დამფუძნებელს განსხვავებული, მოსაზრება აქვს. მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ სააკაშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმის შემდეგ, მასთან დაკავშირებული საკითხები სერიოზულად ვერ განიხილება.

„სააკაშვილი ჩემთვის დიდი ხანია არის უკრაინის მოქალაქე. ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც იცვლის თავის მოქალაქეობას და მიდის სხვა ქვეყანაში, ამ თემას ვეღარ განვიხილავ სერიოზულად, შესაბამისად ეს არის უკრაინის შიდა საქმე“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.


close დახურვა