დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საქართველოში კოვიდ-19-ის გავრცელების საფრთხეებზე საუბრობს.
როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოში შიდა გავრცელების დიდი მაჩვენებელი ფიქსირდება.
"ყველა სტრუქტურის დაუღალავი შრომის შედეგია, რომ შევაკავეთ ფართომასშტაბიანი ეპიდემია. ეს დრო იყო, რომ უკეთესად მომზადებულიყო ქვეყანა. სერიოზული შიდა გავრცელების პროცესი გვაქვს, რომელიც შეიძლება უკონტროლო გახდეს. თუ ჩვენ არ შევასრულებთ ყველა ღონისძიებას და რეკომენდაციას, და თითოეული საქართველოში საღად მოაზროვნე ადამიანი არ შეასრულებს, დღეს ერთადერთი იარაღი სახლში ყოფნაა. არ არსებობს ვაქცინა და ის წლის ბოლომდე სავარაუდოდ არ იქნება. მანამდე გვაქვს ერთი იარაღი, რომ არ იყოს დიდი ეპიდემია. ჯერჯერობით სახელმწიფომ მოახერხა ეს ხალხის გვერდზე დგომით, მაგრამ ახლა უფრო მეტად სჭირდება თქვენი გვერდზე დგომა", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.