ევროპარლამენტარი სვენ მიკსერი ფორმულასთან ამბობს, რომ ზაზა გახელაძის პატიმრობა უკანონოა და ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
ამასთან, პასუხისმგებელ მხარედ რუსეთი რჩება.
"გახელაძისთვის პატიმრობის შეფარდება უკანონოა და ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ამასთან, მინდა ხაზი გავუსვა, რომ რუსეთის ხელისუფლება რჩება პასუხისმგებელ მხარედ, რადგან წარმოადგენს საოკუპაციო და დე ფაქტო რეჟიმის ხელშემწყობ ძალას რეგიონში". - თქვა მიკსერმა.
ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებულ ზაზა გახელაძეს ე.წ. სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
ზაზა გახელაძე 6 თვის წინ, 11 ივლისს დააკავეს. დაკავებისას ის ფეხში დაჭრეს. გახელაძეს 12-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დე ფაქტო მთავრობა მას ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას და სამხედრო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას ედავება და ამტკიცებს, რომ გახელაძემ ე.წ მესაზღვრის მიმართულებით მიზანმიმართულად, სულ მცირე, 5-ჯერ ისროლა.
მართალია, სასამართლო პროცესზე რამდენიმე რუსმა ჯარისკაცმა უარყო, რომ გახელაძემ მათი მიმართულებით ისროლა, ე.წ სასამართლომ ის მაინც დამნაშავედ სცნო.