logo
ENG



სილამაზის სალონები ჩემთვისაც მტკივნეული საკითხია - თურნავა შეზღუდვებზე

07 მაი 202015:59
3 წუთის საკითხავი
 
2qpohuq2jd6snzn.jpg

„სილამაზის სალონები მტკივნეული საკითხია, მათ შორის ჩემთვისაც“, - ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, გარკვეული დროა საჭირო იმისთვის, რომ სალონები შესაბამისად მოემზადონ და მუშაობის განახლების უფლება მიიღონ.

„მიუხედავად იმისა, რომ სილამაზის სალონები არის ძალიან დიდი სეგმენტის დასაქმების მცირე ბიზნესი და ჩვენ ყველანაირად ვეხმარებით სწორედ მცირე ბიზნესს, მართლაც ძალიან მინდა რომ მალე შევძლოთ მათი გახსნა. ხედავთ, რომ მთელი რიგი ინდუსტრია გადმოვწიოთ უფრო ახლოს, გახსნის ეტაპზე და არ გავა ბევრი, სანამ გავხსნით სილამაზის სალონებს, მაგრამ დავიმახსოვროთ, რომ ეს არის  ისევე როგორც შოპინგ-მოლები, კაფეები, რესტორნები, ისეთი ობიექტები სადაც მეტია მაინც რისკი, ადამიანებს შორის კონტაქტი. ამიტომ, კიდევ ცოტა დრო გვინდა იმისთვის, რომ შევამოწმოთ, ვნახოთ მათი მზადყოფნა და თქვენც, მეც, მთელი საქართველო, ვინც მიმართავს სილამაზის სალონებს, დაცული იყოს. მე სულ კონტაქტი მაქვს სილამაზის სალონებთან და ძალიან პასუხისმგებლიანად ემზადებიან ამისთვის, მაგრამ გარკვეული დრო უნდათ იმისთვის, რომ თუნდაც ეს დაშორიშორება მოახერხონ შიგნით, შეიძინონ პირადი დაცვის საშუალებები და ასე შემდეგ“, - განაცხადა ნათია თურნავამ


close დახურვა