logo
ENG



სინეგუბოვი: ოკუპანტები ხარკივში მშვიდობიან მოსახლეობაზე ტერორისტულ თავდასხმებს აძლიერებენ

17 მაი 202315:48
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/17/q1xr0u4ie0twdfz.jpg

ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, ოკუპანტები რეგიონში ტერორისტულ თავდასხმებს აძლიერებენ.

"რუსი ოკუპანტები რეგიონის მშვიდობიან მოსახლეობაზე ტერორისტულ თადასხმებს აძლიერებენ, ყველა ხელთ არსებული იარაღის გამოყენებით - არტილერია, ნაღმტყორცნები, თვითმფრინავები, რაკეტები.

ოფიციალური მონაცემებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მტერმა ხარკივის რეგიონი 140-ზე მეტჯერ დაბომბა", - ამბობს სინეგუბოვი.

ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ რუსული არმიის სამიზნე ძირითადად სამოქალაქო ობიექტები და რეგიონის მშვიდობიანი მოსახლეობაა.


close დახურვა