logo
ENG



სინოდზე განხილულ საკითხებს შორის გარეჯი და ვაქცინაცია იყო - განჩინება საღამოს გამოქვეყნდება

11 თებ 202115:07
3 წუთის საკითხავი
 
სინოდზე განხილულ საკითხებს შორის გარეჯი და ვაქცინაცია იყო - განჩინება საღამოს გამოქვეყნდება
ფოტო: ვახო ქარელი

საპატრიარქოში სინოდის სხდომა დასრულდა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სინოდის სხდომაზე განხილულ საკითხებს შორის იყო დავით გარეჯის თემა და ვაქცინაცია. 

მისივე თქმით, სინოდის გადაწყვეტილება განჩინების სახით რამდენიმე საათში გამოქვეყნდება. 

"რამდენიმე წუთის წინ დასრულდა სინოდის სხდომა. საკმაოდ ბევრი საკითხები, საკმაოდ მცირე დროში შეათანხმეს მღვდელმთავრებმა და რამდენიმე საათში განჩინების სახით გაავრცელებს საპატრიარქო, ყველა გადაწყვეტილებას რაც სინოდმა მიიღო. საკითხები ეხებოდა გარეჯს, ვაქცინაციის თემას. იყო რიგი საკითხებისა ზნეობრივი კუთხით შეფასებული. ეს ყველაფერი აისახება განჩინებაში", - განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ

ცნობისთვის, საპატრიარქოში სინოდის სხდომა 2 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. სხდომას 35 მაღალი იერარქიის სასულიერო პირი ესწრებოდა. 


close დახურვა