logo
ENG



სირსკი: ახლო მომავალში ჩვენი ჯარისკაცები დონეცკში, ლუჰანსკსა და ყირიმში დროშას აღმართავენ

06 მაი 202315:29
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/06/x0n0v9pzmm0ocej.jpg

უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის განცხადებით, ახლო მომავალში უკრაინელი ჯარისკაცები დონეცკში, ლუჰანსკსა და ყირიმში უკრაინის დროშას აღმართავენ.

"უახლოეს მომავალში უკრაინელი ქვეითი ჯარისკაცები დონეცკში, ლუჰანსკსა და ყირიმში უკრაინის დროშას აღმართავენ. თავდაცვის ძალების წარმატებული კონტრშეტევითი ოპერაციები ქვეითი ჯარისკაცების მკაფიო დისციპლინისა და პროფესიონალიზმის წყალობით გახდა შესაძლებელი.

ომის მანძილზე თქვენ [ჯარისკაცებმა] აჩვენეთ, რომ ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი შესაძლებელია მოვლენების თქვენს სასარგებლოდ შემობრუნება. და მაშინაც კი, სადაც მტერი რაოდენობით ჭარბობს, უკრაინის მიწის დაბრუნება შესაძლებელია", - თქვა უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა.

უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების გათავისუფლებისთვის 500-დან 700-მდე ტანკია საჭირო.


close დახურვა