logo
ENG



სირსკი: ბახმუტის მიმართულებით ჩვენი ჯარისკაცები ფრონტის ზოგიერთ რაიონში წინ მიიწევენ

13 მაი 202315:55
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/13/evh80cwgm1fjr6i.jpg

უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის, ოლექსანდრ სირსკის განცხადებით, ბახმუტის მიმართულებით უკრაინელი ჯარისკაცები ფრონტის ზოგიერთ რაიონში წინ მიიწევენ.

"ბახმუტის მიმართულებით თავდაცვითი ოპერაცია გრძელდება. ჩვენი ჯარისკაცები ფრონტის ზოგიერთ რაიონში წინ მიიწევენ, მტერი [სამხედრო] აღჭურვილობას და ცოცხალ ძალას კარგავს. დიდება უკრაინას და ჩვენს გმირებს!", - თქვა უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა.

10 მაისს სირსკიმ განაცხადა, რომ ბახმუტის მიმართულებით რუსულმა ძალებმა ზოგიერთ მონაკვეთზე, 2 კილომეტრამდე უკან დაიხიეს. მისი თქმით, უკრაინის ძალებს საიმედოდ უკავიათ ფრონტი და რუსულ არმიას წინ წაწევის საშუალებას არ აძლევენ.

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალები დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტთან წარმატებას აღწევენ.


close დახურვა