რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერი სახელმწიფოა. ეს აღარ არის მხოლოდ ქართველების, უკრაინელების, პოლონელების, ბალტიის ქვეყნების პოზიცია. დიდი ხნის განმავლობაში რუსული ბუნებრივი აირით გაბრუებული დასავლეთ ევროპა გამოფხიზლდა. უკრაინაში სრულმასშტაბიანი, არაპროვოცირებული შეჭრიდან ცხრა თვის შემდეგ შეძლეს და ევროპარლამენტის დონეზე აღიარეს კრემლი ტერორისტად. პროცესის გაგრძელება ასეთია: ეროვნული პარლამენტები მიიღებენ რეზოლუციებს იგივე შინაარსით.
სისხლმდინარე დათვი - დროება
27 ნოე 202222:15
3 წუთის საკითხავი