logo
ENG



სიღარიბის ესთეტიკა - დროება

06 თებ 202220:12
3 წუთის საკითხავი
 

ალბათ ცოტა ადამიანი თუ მოიძებნება ისეთი, რომელსაც ქუჩაში, დახლებზე გასაყიდად გამოფენილი ტანსაცმელი, ჭურჭელი თუ სხვა ნივთები მოსწონდეს. გარევაჭრობას კანონიც არეგულირებს, მაგრამ როდესაც ქვეყანაში, უკიდურესი გაჭირვების გამო, ადამიანებს სხვა გზა არ დარჩენიათ და თავის გადასარჩენად უმეტესად ქუჩაში სახლიდან გამოტანილ ნივთებს ყიდიან, რამდენად სამართლიანია მათთან უხეში მოპყრობა? შეიძლება ვინმემ თქვას - ბაზარში შევიდნენ და იქ ივაჭრონო, მაგრამ ბაზარში რომ ფულია გადასახდელი? რამდენს ვაჭრობს ერთი გარე მოვაჭრე, რომ დამატებითი გადასახადის გადახდა შეძლოს? ალბათ, ეს მიზეზები, იმ თანამდებობის პირებისთვის, რომელთა ხელფასიც თვეში თითქმის 7000 ლარია, რთულად გასაგებია. რა უჭირთ, რას ითხოვენ და როგორი კონტრასტია თბილ კაბინეტებში მოკალათებულ ჩინოვნიკებსა და ჩვეულებრივ მოქალაქეს შორის? 


close დახურვა