logo
ENG



სოლიდარობის ქსელი: რეალობას აცდენილია ანტიკრიზისული გეგმა თვითდასაქმებულების მიმართ

28 აპრ 202010:28
3 წუთის საკითხავი
 

მოქალაქეებისთვის დახმარების გაცემის გეგმა უსამართლოა სოლიდარობის ქსელისთვის. ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ პანდემიის პირობებში დახმარება ყველა იმ პირმა უნდა მიიღოს, ვისაც შემოსავალი არ აქვს. მათთვის ასევე  გაუგებარია, რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ შემოსავლის გარეშე დარჩენილი თვითდასაქმებული ადამიანების ერთჯერადი 300 ლარით დახმარება, მაშინ როცა ხშირ შემთხვევაში, ეს ადამიანები ოჯახებს არჩენენ.

საერთოდ რეალობას აცდენილი არის ანტიკრიზისული გეგმა ამ თვითდასაქმებულებთან მიმართებით. ეს თვითდასაქმებულები ერთი, ან კომპანიები ძალით მალავენ და ახლა ისინი პრობლემას არ შეიქმნიან რომ აღიარონ, რომ ასეთი ადამიანები მუშაობდნენ და მეორე, უმეტესობა რეგიონებში თვითდასაქმებულები მუშაობდნენ ფიზიკურ პირებთან. სამწუხაროდ ეს თვითდასაქმებულები, რომლებსაც შრომითი ხელშეკრულება არ აქვთ ვერ აიღებენ ამ დახმარებას. სასწრაფოდ უნდა შეიმუშაოს მთავრობამ სხვა გეგმა წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მივღებთ ისევ დაჩაგრულ ადამიანებს,-განაცხადა დავით ომსარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 24 აპრილს საქართველოს მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, თვითდასაქმებულ მოქალაქეებს ერთჯერადად 300 ლარი გადაეცემათ. პრემიერმა ასევე განმარტა, რომ თანხის გადაცემა მას შემდეგ მოხდება, რაც თვითდასაქმებულების იდენტიფიცირება მოხდება.

 


close დახურვა