სომხეთის დედაქალაქში ოპოზიციის მხარდამჭერები დააკავეს. გაგიკ ცარუკიანის მომხრეებმა ჯერ პარლამენტის შენობასთან შეკრება სცადეს, შემდეგ კი ახლოს მდებარე პარკში გადაინაცვლეს. ისინი ცარუკიანისთვის სადებუტატო იმუნიტეტის მოხსნასა და მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას აპროტესტებდნენ. კორონავირუსის პანდემიის გამო სომხეთში მასობრივი შეკრებები იკრძალება. ამიტომ პოლიციამ ოპოზიის მომხრეებს აქციის ჩატარების უფლება არ მისცა.
დაკავებულია 50 -მდე დემონსტრანტი. გაგიკ ცარუკიანის წინააღმდეგ გამოძიება უკანონო სათამაშო ბიზნესისა და ამომრჩეველთა მოსყიდვის საქმეებზე მიმდინარეობს. სომხეთის პროკურატურის ცნობით, 2017 წლის არჩევნების დროს, ცარუკიანმა 17 000 ამომრჩეველი მოისყიდა და ქრთამის სახით 355 000 დოლარი გადაუხადა. დეპუტატი ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.