სომხეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაცია ქვეყნის პრემიერმა, „ფეისბუკის" მეშვეობით გაავრცელა. დაავადებული 29 წლის კაცია, რომელიც სომხეთში ირანიდან ჩავიდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილია.
ვირუსი არ დაუდასტურდათ მისი ოჯახის წევრებს, თუმცა იზოლირებულია 30 ადამიანი, რომლებთანაც დაავადებულს შეხება ჰქონდა. მათ შორის მესაზღვრეც, რომელმაც ის საზღვრის გადაკვეთისას შეამოწმა.