logo
ENG



სონღულაშვილი: ეს აღდგომა სევდიანია, რადგან ვითარება მაინცდამაინც საზეიმო არ არის

02 მაი 202117:18
3 წუთის საკითხავი
 
2021/05/02/luh03wqp3nea6cs.jpg

ძვირფასო მეგობრებო,

ჩვენი ეს აღდგომა სევდიანია, რადგან ვითარება რომლის წიაღშიაც მას ვზეიმობთ, მაინცდამაინც საზეიმო არ არის, არც ჩვენში, საქართველოში, ისე დანარჩენ მსოფლიოში. შარშანდელი აღდგომიდან დღემდე ქვეყანამ ათასობით ადამიანი დაკარგა პანდემიის გამო და ახლაც არავინ იცის ის, რამდენი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს.

ჰოდა, სწორედ ამიტომ არის აღდგომა დღეს და ახლა ასე მნიშვნელოვანი.

ვნების კვირის ამბავის გახსენებაა და გაკვალადებაა იმისა, რაც დიდი ხნის წინად მოხდა, მაგრამ მისი საზრისი დღესაც ნუგეშია ჩვენი: მზეს თუ ღრუბელი მოეფარება, ეს სულაც არ მეტყველებს ღრუბლის უძლეველობაზე და არც იმაზე, რომ მზე აღარ გამოანათებს და აღარ გაათბობს შიშისაგან, მტრობისაგან, სიძულვილისაგან და სიბრიყვისგან გათოშილ გულებს. ძველ ლიტურგიაში სააღდგომოს საგალობელში იგალობებოდა: „საფლავიდან ამობრწყინდა მზე!“

დაე, ამ აღდგომამ ამოაბრწყინოს სამართლიანობის, სიყვარულის და მიმღებლობის მზე ამ მრუმე წუთისოფელში. დაე ამ აღდგომამ გაგვამხნევოს და სიყვარულით აგვავსოს.

ქრისტე აღდგა,

ქრისტე აღდგა,

ქრისტე აღდგა.

სიყვარულით,

მალხაზ სონღულაშვილი

თბილელი მიტროპოლლიტი

მშვიდობის კათედრალი, 2021

აღდგომა ქრისტესი.


close დახურვა