logo
ENG



სოფელ ახალ აბასთუმანში ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს

25 ივნ 202015:26
3 წუთის საკითხავი
 

გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ აბასთუმანში ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს. 

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, სოფელში არსებულმა კარიერის მძიმეწონიანმა მანქანებმა გზა გაანადგურეს. გარდა ამისა, მაშინ, როცა გაზიფიცირების სამუშაოები ხორციელდებოდა, სავალი გზის ნაწილი კომპანიამ გადათხარა და მოუწესრიგებელი დატოვა.  

ადგილობრივების განმარტებით, ისინი ხუთი წელია გზის დაგებას ითხოვენ. სოფელში შექმნილი მდგომარეობის გამო, ვერც ბავშვებს უშვებენ გარეთ და მანქანების გადაადგილების შედეგად შექმნილი მტვერიც აწუხებთ. 

სოფელ ახალ აბასთუმანში მცხოვრებმა მოსახლეობამ პროტესტის ამ ფორმას მას შემდეგ მიმართა, რაც მერიის მხრიდან არაერთი დაპირების მიუხედავად წლებია მოუგვარებელი რჩება.

ადგილობრივებს სოფლის რწმუნებული დღესაც შეხვდა და პრობლემის უახლოეს მომავალში მოგვარებას დაპირდა.


close დახურვა