logo
ENG



სოფელ საწირეს ტურისტულ ზონაში ტყის აღდგენის პროექტი მიმდინარეობს

24 ნოე 201911:58
3 წუთის საკითხავი
 
ey9pnehgdrtvdbo.jpg

იმერეთის რეგიონში, სოფელ საწირეს ტურისტულ ზონაში, ტყის აღდგენის პროექტი მიმდინარეობს. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე,  100-მდე წაბლისა და ძელქვის სახეობის ნერგი საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა და საწირეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დარგეს.  საწირე-ტყიბულის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკურორტო ზონაა, უნიკალური ლანდშაფტითა და ბუნებრივი გარემო პირობებით. 

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის თქმით, 23 ჰექტარზე დაახლოებით 20 ათასი ძირი ნერგი დაირგვება.

„კურორტ საწირის განვითარების ფარგლებში ეროვნულ სატყეო სააგენტოს მიერ შემუშავებული იქნა ტყის აღდგენის პროექტი, რომლის თანახმადაც 23 ჰექტარზე დაახლოებით 20 ათასი ძირი ნერგი იქნება დარგული, მათ შორის იქნება წითელი ნუსხის სახეობები, აღსანიშნავია, რომ დღევანდელ დარგვის ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს ადგილობრივი მოსახლეობა, სკოლის მოსწავლეები“, - განაცხადა არჩილ ნიკოლეიშვილმა.


close დახურვა