logo
ENG



სოფელ შუა ხორის ადმინისტრაციული შენობის შუშები სოფელში მცხოვრებმა ჩაამტვრია

05 მაი 202014:37
3 წუთის საკითხავი
 

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ხორგის ადმინისტრაციული შენობის შუშები დღეს დილას ჩაამტვრიეს. აღნიშნულთან დაკავშრებით,პოლიციამ  იმავე სოფელში მცხოვრები მოქალაქე ლევან ჯობავა დააკავა. დაკავებულის ოჯახის წევრების ინფორმაციით, ჯობავამ პროტესტის ამ ფორმას მას შემდეგ მიმართა, რაც სოფლიდან კიდევ ერთი მრავალწლოვანი ხე წაიღეს ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში. დაკავებული სამეგრელო-ზემო სვანეთის ხობის რაიონული სამმართველოს ჭალადიდის პოლიციის განყოფილებაში იმყოფება. აღნიშულთან დაკავშრებით კი გამოძება ნივთის დაზიანების ფაქტზეა დაწყებული.

„ჩვენთვის პოლიციის პრეტენზია ჩემი ძმის მიმართ უცნობია, თუმცა ვიცით, რომ გუშინ წაღებული იქნა სოფლის ცენტრიდან დიდი ხე, ამის გამო პროტესტი გამოხატა ჩემმა ძმამ და ამის გამო დაბარებულია“,-აცხადებს დაზარალებულის ძმა.

 


close დახურვა