სოფელ ჭაჭარაქში 70 ძროხა სავარაუდოდ მოიპარეს. ადგილობრივებს ეჭვი აქვთ, რომ მომთაბარე მწყემსებმა პირუტყვი თურქეთის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ძებნაში ჩართულია პოლიცია.
მოგვიანებით მესაზღვრემ 4 ძროხა იპოვა და მეპატრონეს დაუბრუნა. ადგილობრივები კრედიტით ნაყიდი პირუტყვის დაბრუნებაში დახმარებას სახელმწიფოს სთხოვენ.