გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებასი ნათქვამია, რომ მინისტრი თავს კარგად გრძნობს, სახლშია. იგი მუშაობას დისტანციურად აგრძელებს.
უწყების ცნობითვე, იდენტიფიცირებულია მინისტრის ყველა კონტაქტი, ხოლო შემხებლობაში მყოფი პირები თვითიზოლაციაში გადავიდნენ.