logo
ENG



სპეცოპერაცია "მიშა მშვილდაძე" - დროება

02 ივლ 202319:58
3 წუთის საკითხავი
 

მიშა მშვილდაძეზე თავდასხმიდან 5 დღე გავიდა, თუმცა გამოძიებამ ამ დრომდე ვერ დაადგინა, იყო თუ არა თავდასხმა ჯგუფური და კარგად ორგანიზებული. ეს იმ ფონზე, როცა სისტემას 24 საათი დასჭირდა ქალაქის სხვადასხვა უბნის მასშტაბით, ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გადაადგილების ტრაექტორიის ამსახველი ჩანაწერების მოსაძიებლად, ამოსაღებად, გასაანალიზებლად, დასამონტაჟებლად, მათთვის სასურველი ვერსიის გასამყარებელი ფორმის მისაცემად და მედიაში გასავრცელებლად. ტელეკომპანიის ერთ-ერთ დამფუძნებელს ხალხმრავალ და კამერებით სავსე ადგილზე მოუწყვეს თავდასხმა. ქუჩის სათვალთვალო კამერებიდან მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდი მოვიპოვეთ, საიდანაც კარგად ჩანს, რომ მშვილდაძეს 6 ადამიანი აედევნება და მასთან ანგარიშსწორებისთვის ხელსაყრელ მომენტს ეძებენ. ჩანაწერები დეტალურ და უტყუარ ინფორმაციას იძლევა, რომ თავდასხმა კარგად დაორგანიზებულია და ალბათობის მაღალი ხარისხით სუს-ის და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებიც მონაწილეობენ, რომლებსაც კოორდინატორებისა და დამკვირვებლების ფუნქცია აკისრიათ.


close დახურვა