logo
ENG



სპეცრაზმელის მიერ მოქალაქის ცემის ფაქტზე, შეუტყობინებლობის მუხლით პატიმრობა 1 პირს შეეფარდა

02 აგვ 202420:57
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/02/jj7qh4r5kp20lq6.jpeg

თბილისის საქალაქო სასამართლომ მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ერთ პირს დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. საქმე ეხება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში მომხდარს - კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორის მიერ თანასოფლელის ცემის ფაქტს.

გამოძიების თანახმად, მოქალაქე ი.ბ პოლიციელის მიერ მოქალაქის ცემის ფაქტს შეესწრო, თუმცა მან ამის შესახებ შესაბამის ორგანოებს არ შეატყობინა. მას ბრალდება დღეს, სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაუსწრებლად წარედგინა.

***

მოქალაქის ცემაში ბრალდებულ სპეცრაზმელს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიების ცნობით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორმა სხეულის სხვადასხვა არეში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა ამავე სოფელში მცხოვრებ დაზარალებულს.

მიყენებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ჰოსპიტლის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო. კლინიკაში შეყვანისას მას აღენიშნებოდა თავის ქალის ძვლების მოტეხილობა, ტრავმული ჰემორაგია, ჩაუტარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია.


close დახურვა