logo
ENG



სტიქიის ზონიდან უკვე გამოყვანილია 40-მდე მოქალაქე - შსს

03 აგვ 202319:17
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მაშველებმა სტიქიის ზონიდან 40-მდე მოქალაქე გამოიყვანეს. 

შსს-ს ცნობით, დარჩენილი მოქალაქეების გამოსაყვანად აქტიური სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

ფორმულას ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის სამაშველო ვერტმფრენი, რომელიც ადგილზე, დაახლოებით, 1 საათის წინ ჩაფრინდა.

 

რამდენიმე საათის წინ შოვში, სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა.

ფორმულას ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის სამაშველო ვერტმფრენი, სტიქიის ადგილზე, დაახლოებით, 1 საათის წინ ჩაფრინდა.

სანსეტ შოვის თანამშრომელი ქეთი მაისურაძე ამბობს, რომ მეწყერი შეჩერებულია და მსხვერპლი არაა. ფორმულას ეთერში საუბრისას მან აღნიშნა, რომ სტუმრები უსაფრთხოდ არიან.

მისი თქმით, სტიქიის დროს სასტუმროს ტერიტორიაზე დაახლოებით 40-45 ადამიანი იმყოფებოდა.

ონის მერმა სერგო ხიდეშელმა ფორმულასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ დაშავებულების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია, ამ ეტაპზე არ აქვთ.


close დახურვა