NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ვილნიუსის სამიტზე ალიანსი უკრაინას მკაფიო სიგნალს გაუგზავნის. მისი თქმით, უკრაინის მომავალი NATO-სთანაა.
"ვილნიუსის სამიტზე ჩვენ უკრაინას მხარდაჭერისა და სოლიდარობის მკაფიო სიგნალს გავუგზავნით და ცხადვყოფთ, რომ უკრაინის მომავალი NATO-სთანაა. პირველ რიგში, ჩვენ ვთანხმდებით, რომ NATO-ს კარი ღიაა. ჩვენ ასევე ვთანხმდებით, რომ უკრაინა ალიანსის წევრი გახდება", - თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.
სტოლტენბერგის თქმით, ყველა თანხმდება, რომ ახლა ყველაზე გადაუდებელი ამოცანაა უკრაინის, როგორც სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს გამარჯვების უზრუნველყოფა ომში.
მანამდე, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსში განსხვავებული შეხედულებებია უკრაინის NATO-ში გაწევრიანების სამომავლო პერსპექტივების შესახებ და გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა ყველა მოკავშირეს შორის კონსენსუსს მოითხოვს.