logo
ENG



სტოლტენბერგი: უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენება მთლიანად შეცვლის კონფლიქტის ბუნებას

23 მარ 202219:40
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/23/nxf30eefcred8nt.jpg

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენება კონფლიქტის "ბუნებას" შეცვლის. ამის შესახებ მან NATO-ს სამიტის დაწყებამდე ერთი დღით ადრე პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ქიმიური იარაღის ნებისმიერი გამოყენება მთლიანად შეცვლის კონფლიქტის ბუნებას, ეს იქნება საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა და შორსმიმავალი შედეგები მოჰყვება", - თქვა სტოლტენბერგმა.

ბრიუსელის NATO-ს სამიტზე გამგზავრებამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების რისკი "რეალურია". აშშ ამის დასტურად განიხილავს რუსეთის ცრუ მტკიცებებს, თითქოს ამერიკას ევროპაში, ასევე უკრაინას, ბიოლოგიური და ქიმიური იარაღი აქვს.


close დახურვა