საქართველოს ხელისუფლება უკრაინასთან მიმართებაში რომ უღირს პოზიციას იკავებს, არახალია. კრიტიკას ამ მიმართულებით ქართული ოცნება ისე წარმოაჩენს, თითქოს ჩვენ, უკმაყოფილოებს, გვსურს ქვეყნის ომში ჩათრევა და მეორე ფრონტის გახსნა. არა და საუბარი ხომ იმაზეა, რომ სახე შეინარჩუნო, ომში მყოფ ქვეყანას დაეხმარო ისე, რომ თავად არ იზარალო და საკუთარი მოქალაქეების უმრავლესობის პოზიცია გამოხატო. ამას მოლდოვა ახერხებს. ჩვენც შევძლებდით, პოლიტიკური ნებისა და სურვილის შემთხვევაში. გასულ კვირას, ნამდვილი შოკი იყო იმის გაგება, რომ საქართველოს მოქალაქეები სუდანიდან სინამდვილეში უკრაინის დაზვერვამ გამოიყვანა, მაგრამ ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია დამალა. დროება კიევში სპეცოპერაციის მონაწილეს ესაუბრა და სიუჟეტში ექსკლუზიურ დეტალებს გთავაზობთ.
სუდანი: უმადური ოცნება - დროება
07 მაი 202320:16
3 წუთის საკითხავი