logo
ENG



სუს-ტემა უნდა დაინგრეს - 30 ნოემბერს, 15:00-ზე სუს-ის შენობასთან აქცია დაიგეგმა

29 ნოე 202121:51
3 წუთის საკითხავი
 
2021/11/29/3y0amd0xel4bx2b.jpg

სუს-ტემა უნდა დაინგრეს - 30 ნოემბერს, 15:00-ზე სუს-ის შენობასთან აქცია დაიგეგმა. 

"ქართული ოცნება ძალაუფლებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხარჯზე ინარჩუნებს. მმართველ პარტიასთან შეზრდილი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელსაც 6 წელიწადში 800 მილიონი გადავუხადეთ, ტოტალური მოსმენებითა და თვალთვალით აკონტროლებს ჩვენს თითოეულ ნაბიჯს. 2021 წლის არჩევნები არა ცესკო-მ, არამედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა. ყველაფერი, რაც აქამდე საბჭოთა წარსულის განუყოფელი ნაწილი გვეგონა, ხელისუფლებამ რეალურ ცხოვრებაში გაგვიცოცხლა.

ვიკრიბებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან. ვაპროტესტებთ სუს-ის უკანონო, ამორალურ და ღირსების შემლახველ საქმიანობას". - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები: 

სირცხვილია

დროა

ლელო საქართველოსთვის

Foxes/მელიები

შეცვალე


close დახურვა