logo
ENG



სუს: ბათუმის სავაჭრო ცენტრში ტერორიზმზე ცრუ შეტყობინების ბრალდებით 1 ადამიანი დააკავეს

21 ივნ 202411:09
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/21/9bt6cxyfd7u1y9x.jpg

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობითტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ბრალდებით საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს.

გამოძიების მიხედვით, დაკავებულმა პირმა 2024 წლის 6 მაისს, ქალაქ ბათუმის ერთ-ერთ მსხვილ სავაჭრო ცენტრში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება განახორციელა.

"მიღებულ შეტყობინებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დანაყოფებმა აღნიშნულ სავაჭრო ცენტრში, კანონმდებლობის შესაბამისად, კონტრტერორისტული პროტოკოლით გათვალისწინებული სხვადასხვა სახის სპეციალური ღონისძიებები გაატარეს, რის შედეგადაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობა გამოირიცხა", - წერია სუს-ის განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლით აწარმოებენ, რაც 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

განცხადებაში წერია,რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იდენტიფიცირებულია სხვადასხვა პერიოდში ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სავაჭრო ცენტრებში, სასწავლო დაწესებულებებსა და საერთაშორისო აეროპორტებში განხორციელებული ცრუ შეტყობინების ათეულობით ფაქტი.

 

 
 

close დახურვა