logo
ENG



სუხიშვილების ნაციონალური ბალეტი, ქართული ცეკვების ვიდეო გაკვეთილებს იწყებს

01 აპრ 202020:46
3 წუთის საკითხავი
 

სუხიშვილების ნაციონალური ბალეტი, ქართული ცეკვების ვიდეო გაკვეთილებს იწყებს. სიმბოლური თანხის გადახდის შემთხვევაში, ცეკვას სახლში ისწავლით. გაკვეთილები იქნება მათთვის ვინც მოყვარულია და პატარებისთვის, რომლებიც მსოფლიო პანდემიის გამო ცეკვაზე ვეღარ დადიან. ანსამბლის ხელმძღვანელის, ნინო სუხიშვილის თქმით, დისტანციურად ცეკვის სწავლება გაგრძელდება პანდემიის დასრულებამდე და კოვიდ 19-ის დამარცხების მერეც ემიგრანტებისთვის კვლავ ხელმისაწვდომი იქნება.

დარეგისტრირებული მსურველებისთვის სხვადასხვა სირთულისა და სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის ვიდეო ჩანაწერები ხელმისაწვდომი სპეციალური ბმულის მეშვეობით იქნება.

ონლაინ ცეკვის გაკვეთილები ერთ კვირაში დაიდება და ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, ვინც ფორმალურ თანხას გადაიხდის და ანსამბლის პლატფორმას სუხიშვილების ინტერნეტ ტელევიზიას შემოუერთდება.

დისტანციური პროგრამა „დარჩი სახლში იცეკვე სუხიშვილებთან ერთად“ ანსამბლის თითქმის ყველა ცნობილ ქორეოგრაფიულ ნომერს აერთიანებს და ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვისაა შექმნილი. მათ შორის მათთვისაც, ვისაც აქამდე არ უცეკვია და ახლა კომენდანტის საათის პირობებში სახლში იძულებით დარჩენილმა ისურვა. 

სუხიშვილების ვიდეო გაკვეთილები გაგრძელდება მანამ, სანამ ადამიანებს პანდემიის დასრულებამდე საკუთარ სახლში ცეკვა ენდომებათ. შესაძლოა ვიდეო გაკვეთილები ანსამბლის ერთგვარ ტრადიციადაც დარჩეს და როცა ქვეყანა ნორმალურ ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდება გაკვეთილები უცხოეთში მცხოვრები ემიგრანტებისთვისაც გააგრძელოს.


close დახურვა