"სკოლის ბავშვებში ხშირია გონების დაკარგვის, კუჭის, მუცლის ტკივილის, თავის ტკივილის, სასწრაფოს გამოძახების შემთხვევები - როცა ეკითხებიან ნაჭამი ხარ თუ არა? ძირითადად აღმოჩნდება ხოლმე რომ ბავშვის ცუდად ყოფნა შიმშილითაა გამოწვეული". ამას ჰყვებიან ჩვენი რესპონდენტები, რომლებიც სკოლებში უფასო კვების დანერგვას უკვე დიდი ხანია აქტიურად ითხოვენ. მართალია ეს ადამიანები გაწერილ, გამოთვლილ პროგრამებს სთავაზობენ ხელისუფლებას, მაგრამ პასუხს არავინ იძლევა. როგორც მინისტრმა ამილახვარმა განაცხადა - სკოლაში უფასო კვება ფინანსურ პრობლემასთან არ არის დაკავშირებული. ჩვენ კი ვეცადეთ გაგვერკვია მაშინ რასთან არის კავშირში ასეთი უმოქმედობა, დროება - პასუხებით.
სწავლა და შიმშილი სკოლებში - დროება
10 დეკ 202320:55
3 წუთის საკითხავი