logo
ENG



სხვისი შვილები - დროება

12 დეკ 202120:19
3 წუთის საკითხავი
 

სუროგაციის მეთოდი, ათასობით უშვილო წყვილს ანიჭებს ბედნიერებას, გახდეს მშობელი. ზოგადად, უშვილობას, სხვადასხვა მიზეზით, წყვილების 10-15 პროცენტი განიცდის. საქართველოში ასეთ ადამიანებს ექსტრა კორპოლარული განაყოფიერებით სარგებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ მინიმუმ 1 წლიან ქორწინებაში ან თანაცხოვრებაში იმყოფებიან. ეს და სხვა საკითხები იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა, რამაც აზრთა სხვადასხვაობა და მსჯელობა გამოიწვია. ზოგადად კანონი რეპროდუქციული მედიცინის შესახებ ჩვენს ქვეყანაში დასახვეწია და სააგენტოები ძირითადად, საკუთარი კეთილსინდისიერების ფარგლებში მოქმედებენ. სუროგატი დედების შერჩევით დაწყებული, შემდგომ პროცესში, მათი ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური მოვლით დასრულებული. ევროკავშირთან ერთად საკითხის დასარეგულირებლად შემუშავდა პროექტი, მაგრამ მისი ბედი ამ დრომდე ბუნდოვანია. რეგულაციები, რითაც ახლა ხელმძღვანელობენ, მხოლოდ სუროგაციის ნაწილს ეხება, და მასშიც უამრავი საკითხია უფრო კონკრეტულად გასაწერი. სუროგაციის გარდა, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები, კიდევ სხვა მრავალ საკითხს მოიცავს და დაზუსტებები ამ მიმართულებებითაც უნდა მოხდეს. მით უმეტეს, რომ, როგორც ირკვევა, სამედიცინო ტურიზმის ამ მიმართულებას ქვეყნაში საკმაოდ სოლიდური თანხა შემოაქვს. რა ხდება სფეროში, რომლის მთავარი მოქმედი გმირებიც ანონიმურობის მაღალ ხარისხს ითხოვენ - ნახეთ დროებაში. 


close დახურვა