logo
ENG



ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ზოგიერთ მაღაზიაში გასახდელები დროებით უქმდება

27 მაი 202008:03
3 წუთის საკითხავი
 

ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიების ნაწილში გასახდელები დროებით უქმდება. კომპანია "რითეილ გრუპ ჯორჯიას" დირექტორის, რეზო მაღალაშვილის თქმით, გადაწყვეტილება პანდემიის დროს უსაფრთხოების დაცვას უკავშირდება.

მაღალაშვილის განმარტებით, გადაწყვეტილება საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე მიიღეს. ამასთან, მას იმედი აქვს, რომ სახელმწიფო უფლებას მისცემს რითეილ გრუპ ჯორჯიას ბრენდებს, რომ მაღაზიები გახსნან.  

"11 ქვეყანაში ვართ წარმოდგენილი, მათ შორის 9 ქვეყანაში უკვე გავიხსენით. შესაბამისად, გარდა იმ რეკომენდაციებისა და რეგულაციების, რაც სახელმწიფომ დააწესა და რომელიც ჩვენ შევასრულეთ 100 %-ით, ჩვენ ასევე დაგვიგროვდა გამცდილება სხვა ქევყნებში პანდემიის პირობებში რა ღონისძიებებსაც მივმართეთ. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო გასახდელების გაუქმება. იმედს ვიტოვებთ, რომ ყველა რეგულაცია შესრულებული გვაქვს და დამატებით პროტოკოლში შეგვაქვს გასახდების დროებით გაუქმებას, ეს ყველაფერი სახელმწიფოს მისცეს საშუალოებას უფრო დააჩქაროს მაღაზიების გახსნა",-აღნიშნა რეზო მაღალაშვილმა.



close დახურვა