logo
ENG



ტელევიზორით რომ ვერ უყურონ აქციას, რეგიონებში დენს თიშავენ - მაქარაშვილი

17 ნოე 201918:08
3 წუთის საკითხავი
 
irgb3vurl3nu4vz.jpg

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ინფორმაციით, ზუგდიდში ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა მოსახლეობას, ხოლო ფოთში, კახეთსა და იმერეთში ტელევიზიების მაუწყებლობის გადაცემაა შეზღუდული.

„სანამ აქ მშვიდობიანი აქცია გვაქვს, აფართხალდა ხელისუფლება და ზუგდიდში, მთელ ქალაქში გათიშეს ელექტროენერგია. კახეთში და იმერეთში გათიშეს ტელევიზიები, რომ არ დაინახოს ხალხმა ჩვენი ერთობა. ეშინიათ სიმართლის, ეშინიათ ერთად ყოფნის. ფოთშიც გაუთიშავთ - ხალხი რეკავს, ვერსად ვერ გიყურებთო. ტელევიზიის გათიშვამდე რომ მივიდა, ეს ნიშნავს, რომ აღიარა დამარცხება. ცოტაც გავუძლოთ!“ - ამბობს გიგა მაქარაშვილი.

„ფორმულამ“ „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ გადაამოწმა დენის მიწოდების შეწყვეტასთან დაკავშირებით ინფორმაცია. ისინი ადასტრებენ, რომ რამდენიმე ქუჩას ავარიულად მართლაც შეუწყდა დენის მიწოდება. მათივე ინფორმაციით, უკვე მიმდინარეობს მუშაობა ელექტროენერგიის მიწოდების აღსადგენად. 

 

 


close დახურვა