logo
ENG



ტვინების გადინება - შაბათის ფორმულა

02 მარ 202421:36
3 წუთის საკითხავი
 

გამომძიებლები, ექიმები, მასწავლებლები - სხვადასხვა პროფესიის მოქალაქეები, რომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაში სახელმწიფომ -სხვადასხვა დროს დიდი ინვესტიცია და რესურსი ჩადო, ახლა საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას სხვებს ათასობით კილომეტრს იქეთ უზიარებენ. ბოლო 12 წლის განმავლობაში, საქართველო დატოვა რეკორდული რაოდენობის მოქალაქემ და ამავე მძიმე სტატისტიკის მიხედვით, ემიგრაციაშია ბევრი კვალიფიციური კადრი; რომელიც საქართველოს განსაკუთრებით სჭირდება. საზღვარგარეთ წასვლის მიზეზი - შრომასთან არაადეკვატური ანაზღაურება ან პოლიტიკური დაკვეთების შესრულებაზე უარის თქმაა, რაც ავტომატურად ოლიგარქის მიტაცებულ სახელმწიფოში ნიშნავს რომ შენ აღარავის სჭირდები.


close დახურვა