ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 79-მდე გაიზარდა.
ტიკარაძის თქმით, აქედან ერთი ორსულია.
„დღეს ჩვენ გყვავს 79 კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი. ერთ-ერტი პაციენტი საყურადღებოა - ეს არის ორსული ქალბატონი, რომელიც მარნეულელი პაციენტის ახლო ნათესავია. მარნეულელი ქალბატონის კლასტერის გამოკვლევისას დაადგინეს კოვიდ-ის ინფექცია. ქალბატონი გადმოყვანილია პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში“, - განაცხადა ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ჯანმომ პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ჯერჯერობით ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამ დროისთვის ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 79-ს აღწევს. გამოჯანმრთელებულია 10 პაციენტი.
გარდა ამისა, ამ დროისთვის დაფიქსირდა კორონავირუსის დაინფიცირების შემთხვევა, როდესაც არაა ცნობილი თუ ვინაა დაინფიცირების წყარო. ამ ფაქტის გამო, მკაცრი კარანტინის ზონად რეჟიმზე გადავიდნენ ბოლნისი და მარნეული.