logo
ENG



ტიკარაძე: სასტუმრო ოაზისი ჩაიკეტა, იქ 400 ექიმი იმყოფებოდა

02 სექ 202018:10
3 წუთის საკითხავი
 
vgeqxo5fli7q69i.jpg

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ჩაქვში, სასტუმრო ოაზისში, სადაც ერთ-ერთ სტუმარს კორონავირუსი დაუდასტურდა, 400 ექიმი იმყოფებოდა. 

ისინი საკარანტინო სივრცეებსა და თვითიზოლაციაში ნაწილდებიან​ტიკარაძისვე განცხადებით, მიღებულია სასტუმრო ოაზისის გარკვეული ვადით ჩაკეტვის გადაწყვეტილება. მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა. 

ტიკარაძის განცხადებით, კონფერენციაზე, რომელსაც ექიმები ესწრებოდნენ, მისი მოადგილე, თამარ გაბუნიაც უნდა ჩასულიყო, თუმცა, ბუნებრივია, ვიზიტი არ შედგა. 

"მნიშვნელოვანი ვითარებაა სასტუმრო ოაზისში, სადაც არის 400-მდე ქართველი ექიმი, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან კონფერენციას ესწრებოდნენ. ის აუცილებლად უნდა ჩასულიყო ჩემი მოადგილე, თამარ გაბუნია  ასევე, რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი, ზაალ კაპანაძე" - თქვა მან.

ჩაქვის სასტუმრო ოაზისში კორონავირუსი ერთ-ერთ სტუმარს დაუდასტურდა. 

მთლიანობაში, სასტუმროში 900-მდე ადამიანი ისვნებდა

2 სექტემბერს საქართველოში ახალი კორონავირუსი სულ 38 ადამიანს დაუდასტურდა. 


close დახურვა