ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ექიმების ხელფასების რაოდენობასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ თითოეული მედიკოსის ხელფასი იმ კლინიკის შემოსავალზეა დამოკიდებული, სადაც ის მუშაობს.
მისვე განცხადებით, ონკოლოგიური საავადმყოფოს შემოსავალი 70 ათასი ლარია, მაგრამ იქ მომუშავე ექიმების ანაზღაურება გაცილებით მაღალია, ვიდრე საავადმყოფოს შემოსავალი.
ტიკარაძის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო პრობლემების მოგვარებას ცდილობს.
„საქართველოში ექიმების ხელფასები დამოკიდებულია თითოეული კლინიკის შემოსავალზე. ონკოლოგიური საავადმყოფოს შემთხვევაში მათი შემოსავალი არ აღემატება 70 000 ლარს მაშინ, როდესაც მათი სახელფასო ანაზღაურება მნიშვნელოვნად მაღალია ვიდრე მათი შემოსავალი. ჩვენ დღესდღეობით ვმსჯელობთ როგორ შეიძლება მოვაგვაროთ ის პრობლემები, რომლებიც სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად არის განხორციელებული მაგრამ ჩვენი მიდგომა ცალსახად არის პრობლემების მოგვარებისკენ და არავითარ შემთხვევაში ამ პრობლემების მოგვარება არ გულისხმობს, რომელიმე ექიმის ან ექიმთა ჯგუფის მიმართ არასწორ მიდგომას“, - განაცხადა ეკარეტინე ტიკარაძემ.