logo
ENG



ტრამპი მხარდამჭერებს დემოკრატების ფინანსური კრიზისის პერიოდში დახმარებისკენ მოუწოდებს

11 ნოე 202409:23
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/11/4ipphu2wzvtf1tv.gif

აშშ-ის ახლახან არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ დემოკრატებს ფინანსური კრიზის პერიოდში შემოწირულობით დაეხმარონ. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში ტრამპმა გაკვირვება გამოხატა იმის შესახებ, რომ დემოკრატებს, მიუხედავად რეკორდული თანხის შეგროვებისა, "ბევრი დოლარი" არ ჰქონდათ დარჩენილი.

გავრცელებული ინფორმაციით, კამალა ჰარისის კამპანია მინიმუმ 20 მილიონი აშშ დოლარის ვალით დასრულდა.

"ძალიან მიკვირს, რომ დემოკრატებს, რომლებმაც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მძიმე და თამამი ბრძოლა გამართეს, ბევრი დოლარი არ აქვთ დარჩენილი. რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ, მათი ამ რთულ პერიოდში დახმარებაა. მე გირჩევთ, რომ ჩვენ, როგორც პარტიამ ეს ერთიანობისთვის გავაკეთოთ. ბევრი ფული დაგვრჩა, რადგან კამპანიის განმავლობაში ჩვენი ყველაზე დიდი აქტივი "უფასო მედია" იყო, რაც ძვირი არ არის", - თქვა ტრამპმა.

ფედერალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ჰარისის კამპანიამ 2,3 მილიარდი აშშ დოლარი შეაგროვა და 1,9 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯა. თავის მხრივ, ტრამპის კამპანიამ 1,8 მილიარდი დოლარი შეაგროვა და 1,6 მილიარდი დოლარი დახარჯა.


close დახურვა