logo
ENG



ტრამპმა აშშ-ში პოლიციის რეფორმის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

17 ივნ 202017:18
3 წუთის საკითხავი
 

დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატების პოლიციის რეფორმის შესახებ ბრძანებას  ხელი მოაწერა. დოკუმენტი სამართალდამცველების მიერ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით ნორმების გამკაცრებას ითვალისწინებს.  

ხელის მოწერის ცერემონია თეთრი სახლის ვარდების ბაღში შედგა. ცვლილებების მიხედვით, გამოიყოფა საგანგებო გრანტები პოლიციელების მიერ კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების უნარების ტრენინგებისთვის.

რასიზმისა და პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების წინააღმდეგ რამდენიმეკვირიანი პროტესტის შემდეგ, ტრამპმა პოლიციის დეპარტამენტებს, პროფესიონალიზმის მაღალი სტანდარტების დამკვიდრებისკენ მოუწოდა. მან პოლიციის ძალადობის შედეგად დაზარალებულთა ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა.  


close დახურვა