ახალი სატელევიზიო სეზონის დაწყებას დროების გუნდმა ახალი პრომო ნამუშევარი მიუძღვნა. ეს ერთგვარად ჩვენი შემოქმედებითი გუნდის განაცხადია. დროება საავტორო გადაცემაა, რაც მხოლოდ ერთი ჟურნალისტის, ამ შემთხვევაში ჩემს ავტორობას არ ნიშნავს. რასაც თქვენ ყოველ კვირას "თავგადასავალში", "დროების ადამიანში“ და დროების რეპორტაჟებში ნახულობთ მთელი ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფის შრომის და რაც მთავარია, რეალობის ასახვის პროფესიულ მოვალეობასთან ერთად - ხედვის რეპრეზენტაციაა. რისი თქმა გვინდოდა დროებას და ფორმულას ამ სატელევიზიო სეზონის მოლოდინებზე, როგორ ვაფასებთ მომენტს, უფრო სწორედ მომენტუმს, რომელშიც ჩვენი წილი სამოქალაქო თუ პროფესიული პასუხისმგებლობით ყველა ერთად ვართ, და სეზონის დასაწყისში კიდევ ერთხელ განმარტებები მაყურებლის წინაშე ანგარიშვალდებულებისთვის - დროება - ტრანსფორმაცია საქართველოსთვის.
ტრანსფორმაცია საქართველოსთვის - დროება
17 სექ 202320:52
3 წუთის საკითხავი