logo
ENG



ტუბერკულიოზის ცენტრში კიდევ 6 პაციენტი შეიყვანეს

28 თებ 202008:56
3 წუთის საკითხავი
 

ტუბერკულიოზის ცენტრში ირანსა და აზერბაიჯანში ნამყოფი საქართველოს 5 მოქალაქის გარდა, გვიან ღამით კიდევ 6 პაციენტი შეიყვანეს.

ყველა პაციენტი კორონავირუსის რისკის ქვეშ მყოფი ქვეყნებიდან ჩამოვიდა. პაციენტები სამედიცინო დაკვირვების ქვეშ ერთიდან ორ კვირამდე დარჩებიან. 

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ზაზა ავალიანი ამბობს, რომ ყველა პირი საქართველოს მოქალაქეა. 

„შემოვიდნენ პირები, რომლებზეც უნდა განხორციელდეს მონიტორინგი, რადგან ეს პირები შესაძლო კონტაქტში იყვნენ კორონავირუსით დაავადებულ პირთან. ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან“, - აღნიშნა ავალიანმა. 

 

 


close დახურვა