ფინეთის მინისტრი ევროპულ საქმეთა საკითხებში, ტიტი ტუპურაინენი აცხადებს, რომ დიდი ალბათობით ნატო ფინეთს შეუერთდება.
"როგორც ჩანს ფინეთის მოსახლეობამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და უმრავლესობა ფინეთის ნატოში გაწევრიანების მომხრეა.
რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არ არის. ჩვენ ვართ საპარლამენტო დემოკრატია, ამიტომ ეს საკითხი ჩვენს პარლამენტში უნდა განვიხილოთ. ამ ეტაპზე ვიტყოდი, რომ ამის დიდი ალბათობაა, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული," - განაცხადა ტუპურაინენმა.
ტუპურაინენი აღნიშნავს, რომ ფინეთი საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და გარე ფაქტორებმა მათ გადაწყვეტილებებზე გავლენა არ უნდა მოახდინოს.
ფინეთი NATO-ში გაწევრიანების გადაწყვეტილებას უახლოეს კვირებში მიიღებს. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, სანა მარინმა განაცხადა.