logo
ENG



ტურინის იუვენტუსის მცველ დანიელე რუგანის კორონავირუსი დაუდგინდა

12 მარ 202014:02
3 წუთის საკითხავი
 

ტურინის „იუვენტუსის" მცველ დანიელე რუგანის კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ იტალიის ჩემპიონის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაწერა. როგორც ცნობილია, პაციენტის ავადმყოფობის პროცესი უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

„იუვენტუსში“ იზოლაციის ყველა პროცედურას ზედმიწევნით იცავენ. აღრიცხავენ ყველა ადამიანს, ვისთანაც ფეხბურთელს კონტაქტი ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ იტალიის სერია A-ს გათამაშება შეჩერებულია კორონავირუსის ეპიდემიის გამო. „იუვენტუსის" უახლოესი მატჩი  17 მარტს უნდა გაიმართოს, ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მერვედფინალი „ლიონის" წინააღმდეგ. ეს შეხვედრა ცარიელი ტრიბუნების ქვეშ ჩაივლის.


close დახურვა