logo
ENG



ტუსაღების ყველაზე მასშტაბური გაცვლა ცივი ომის შემდეგ

02 აგვ 202420:16
3 წუთის საკითხავი
 

ცივი ომის დასრულების შემდეგ ყველაზე მასშტაბური გაცვლა - რუსეთში დაბრუნდა 8 პირი, პუტინმა გაათავისუფლა 16 პოლიტპატიმარი. პროცესში მონაწილეობდა ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია, თურქეთი და სლოვენია. ერთ-ერთი შუამავალი რომან აბრამოვიჩიც იყო. პუტინის პატიმრების ნაწილი, მათ შორის, კარა-მურზა, იაშინი და ორლოვი ახლა გერმანიაში იმყოფებიან. მოგვიანებით კარა-მურზა შეერთებულ შტატებში გაემგზავრება, სადაც უკვე ჩავიდნენ  გერშკოვიჩი, უილანი და კურმაშევა, რომელთაც ჯო ბაიდენი და ჰარისი აეროპორტში დახვდნენ.


close დახურვა