logo
ENG



უახლოეს დღეებში სააკაშვილი უკრაინაში ოფიციალურ თანამდებობას მიიღებს

05 მაი 202010:31
3 წუთის საკითხავი
 

უახლოეს დღეებში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ოფიციალურ თანამდებობას მიიღებს. ამას გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“, პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის წყაროზე დაყრდნობით წერს.

„სააკაშვილს უახლოეს დღეებში დანიშნავენ. ჩვენ ჯერ ვერ ვიტყვით რა პოზიციაზე. ამის შესახებ პრეზიდენტმა უნდა თქვას. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ის მთავრობას დაეხმარება“, - ვკითხულობთ სტატიაში.

თითქმის ორი კვირის წინ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას ვოლოდიმირ ზელენსკიმ რეფორმების საკითხებში ვიცე-პრემიერის პოსტი შესთავაზა. 


close დახურვა